თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიოს თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 28 წლის სპორტსმენი ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვულმა სანდრო ბაზაძის მიღწევაზე კომენტარი გააკეთა:
“სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა – იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.
ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს.
შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს! – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.








