„2023 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო კომისიის შექმნა თეა წულუკიანთან და ლევან კობიაშვილთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა
„ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა 2023 წელს. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. თეა წულუკიანთან ერთად, მე მქონდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ლევან კობიაშვილთან და ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.








