საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში, თბილისში გასამართ „ევრობასკეტზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ტურნირს ღირსეულად უმასპინძლებს.
„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. აქვე მინდა, სიხარულით აღვნიშნო – ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის დიდი წარმატებაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ევრობასკეტ 2022“ თბილისში 1-18 სექტებრის ჩათვლით გაიმართება.








