ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა. ქართველმა სპორტსმენმა კვალიფიკაციაში 177 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცლა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
შეგახსნებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ქულები ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. 28 წლის მოფარიკავე ტოკიო 2020-ის ნახევარფინალში მსაჯების საკამათო გადაწყევეტილებით უნგრელ არონ სილაგთან დამარცხდა, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის შეხვედრა კორეელ მეტოქესთან დათმო.



