ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრო მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ შილაის შეხვდა და დაძაბულ ბრზოლაში 15:13 დამარცხდა.
განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის მიწურული აღმოჩნა, როდესაც ანგარიში 13:13 იყო. ბოლოსწინა გათამაშებაზე სანდრომ ქულა აშკარად პირველმა მოიპოვა, რაც ეპიზოდის გამეორებაზეც ნათლად ჩანს, მსაჯებმა კი ქულა შილაის მიანიჭეს. ბუნებრივია, ქართველმა მოფარიკავემ მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.
ასეა თუ ისე, სანდრომ ფინალში გასვლა ვერ შეძლო და ახლა ისღა დარჩენია ქართულ დელეგაციას პირველი, ოღონდ ბრინჯაოს მედალი მოუტანოს.
მესამე ადგილისთვის ქართველი მოფარიკავე თბილისის დროით 15:30 საათზე იბრძოლებს, მეტოქე კი რამდენიმე წუთში გაირკვევა.
ვიდეო მალე დაემატება






