ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა.
ძიუდოში, 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში უძლიერეს იაპონელ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს შეხვდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. ქართველი ფალავანი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა და საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე კორეელი ჩანგრინ ანი, უფრო ადრე კი კანადელი არტურ მარგელიდონი, ჯიბუტის წარმომადგენელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი და ფრანგი შენი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ორქოს მედალი მოიპოვა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის მედალზე ორი მედალია – ორივე ვერცხლი. გუშინ საქართველოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა.








