KRON4 News-ის ჯეისონ დუმასის ინფორმაციით, NBA ლიგის წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის დადებითი ტესტის შედეგების მზარდი რაოდენობის გამო, 7-14 დღით შეჩერების ვარიანტს განიხილავს.
Source: NBA considering a 7 to 14 day pause amidst the growing rate of positive cases within the league. The NBA brass & GMs will meet virtually today or tomorrow to reconsider safety protocols. The league wants to avoid a pause but it is on the table. @kron4news
— Jason Dumas (@JDumasReports) January 11, 2021
ლიგის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იძულებითი პაუზის აღებას თავიდან აიცილებს, მაგრამ ამ ვარიანტის განხილვა ნამდვილად მიმდინარეობს.
ESPN-ის ედრიან ვოჯნაროვსკის ინფორმაციით კი, დღეს გუნდების გენერალური მენეჯერები შეიკრიბნენ და პროტოკოლების გამკაცრებაზე ისაუბრეს.
The NBA has set a special Board of Governors meeting for Tuesday, sources tell ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) January 11, 2021
ის აკრძალავს ისეთ რამეებს, როგორიცაა თამაშის შემდეგ სოციალიზაცია (მაგალითად, ჩახუტება), ასევე დამატებითი შეზღუდვები იქნება სასადილოებშიც და ნიღბის ტარებაც უფრო მკაცრად გაკონტროლდება.





