ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩში თბილისის “დინამო” სტუმრად წყალტუბოს “სამგურალს” ესტუმრა. მატჩი ფრედ, ანგარიში თ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის დასაწყისშივე მატჩის მე-2 წუთზე თბილისის “დინამოს” კართან პენალტი დაინიშნა, სერგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან შანსი იდეალურად გამოიყენა და თავისი გუნდი დააწინაურა. მალევე, შეხვედრის მე-12 წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულ კუთხურს დავით სხირტლაძე გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 29-ე წუთზე კი ბარნს ოსეიმ თბილისელები დააწინაურა.
მეორე ტაიმში სოსო ფრუიძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის 73-ე წუთზე დავით კირკიტაძის საგოლე პასით ნიკა კალანდარიშვილმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
კახა ცხადაძის გუნდი 28 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზეა, “სამგურალი” კი მე-6 ადგილს იკავებს.
სოსო ფრუიძის გუნდი მომდევნო ტურში თბილისის “საბურთალოს” ესტუმრება, თბილისის “დინამო” კი ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება.





