ჩელე არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში ქობულეთის “შუქურამ” შინ წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:3 დამარცხდა.
მატჩის საკმაოდ დრამატული გამოდგა. შეხვედრის 68-ე წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ იმერლები დააწინაურა, მატჩის 77-ე წუთზე კი ბექა ვერულიძემ ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის 84-ე წუთზე გიორგი გაფრინდაშვილმა ქობელეთელები დააწინაურა, თუმცა “სამგურალი” ამ ანგარიშს არ შეეგუა და შეხვედრის 87-ე წუთზე ნიკუშა ჭანტურიას ავტო-გოლის შედეგად ანგარიში გათანაბრდა, მატჩის 89-ე წუთზე კი პაპუნა ფონიავამ საბოლოო გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გაიყვანა.
მეორე ნახევარფინალი ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “საბურთალოს” შორის 18:00 საათზე გაიმართება.





