23 წლის ქართველმა სპორტსმენმა სალომე ფაჟავამ მხატვრულ ტანვარჯიშში ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაიწყო. ფაჟავამ მრავალჭიდში პირველად რგოლით იასპარეზა.
სალომემ 23.55 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის პირველ მოძრაობაში 12 სპორტსმენს უსწრებს, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი შედეგი არ არის. ქართველი სპორტსმენი 10 საუკეთესოში უნდა შევიდეს, რათა გადამწყვეტ რაუნდში ვიხილოთ.
სალომე დღესვე ბურთით, გურზით, ლენტითა და სახტუნაოთიც გამოვა, რის შემდეგაც ქულები დაჯამდება და ფინალისტთა ვინაობა გაირკვევა. ქართველი სპორტსმენი ამ დროისთვის მე-14 ადგილზეა.








