ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
სალომე ფაჟავამ გამოსვლა რგოლით დაიწყო, კარგად იასპარეზა და მსაჯებისგან 23.55 ქულა დაიმსახურა.
ბურთით კი მან ორი ქულით ნაკლები 21.95 ქულა მიიღო.
სალომემ მესამე ვარჯიში გურზებით შეასრულა. რაჭულის მუსიკაზე, „მოკლე კაბა“ ლამაზად გამოვიდა და მსაჯებმა მას 23.5 ქულა დაუწერეს.
ჯამში სალომეს მაჩვენებელი 69.000 ქულაა და ის 26 მონაწილეს შორის მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
სამწუხაროდ ქართველ სპორტსმენს ძალიან გაუჭირდება ფინალში გასვლა, სადაც 10 საუკეთესო გოგონას ვიხილავთ.








