უფლებადამცველი ბაია პატარაია და ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე, დოჰას ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელის წარმოთქმულ სიტყვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
„ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”, – წერს ანა აბაშიძე.
ბაია პატარაია ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატის, ანა აბაშიძის სტატუსს აზიარებს და ჩოგბურთელს შვილისთვის ალიმენტის არ გადახდაში ადანაშაულებს.
„ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება – ნეტა რატო?
პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში”, – დაწერა ბაია პატარაიამ.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა.








