ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩში “საბურთალომ” შინ “თელავი” მიიღო და დრამატულ მატჩში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმში გუნდებმა მომენტები გაცვალეს, თუმცა უგოლო ნახევარი ვიხილეთ.
მეორე ტაიმში “თელავმა” მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, მატჩის 74-ე წუთზე თორნიკე ჩოგაძემ თბილისელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 2 წუთის შემდეგ კი საბურთალოელებმა გიორგი გოჩოლეიშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. საოცნებო დებიუტი გამოუვიდა გერმანელ საიმონ სეფერნიგსს, შეხვედრის 93-ე წუთზე 26 წლის ნახევარმცველმა თავური დარტყმით თბილისურ გუნდს მოაგებინა.
24 ტურის შემდეგ, ხვიჩა შუბითიძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, კახური გუნდი კი მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტ “ტორპედოს” ჯერ თავისი მატჩი არ ჩაუტარებია.
გიორგი მიქაძის გუნდი მომდევნო მატჩს შინ ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს, დედაქალაქები კი გორის “დილას” ესტუმრებიან.





