თბილისის “საბურთალომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დედაქალაქელები დღეს დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბნენ და სავარჯიშო სესია გამართეს.
დედაქალაქური გუნდი წინასასეზონო მომზადების ფარგლებში 3 გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი “შევარდენს”, “თბილისი სითისა” და ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალომ” გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, დედაქალაქური გუნდი დავით ყიფიანის თასის მფლობელიც გახდა.








