“საბურთალომ” სეზონის განახლებისთვის სამზადისი დაიწყო. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს “საბურთალო 2-ის” ექვსი ფეხბურთელი: გეგი გეგუჩაძე, გიორგი კვერნაძე, ანდრია დევდარიანი, გიზი მამაგეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი და ზუკა რუხაძე.
თბილისური კლუბი საქართველოს ჩემპიონატის განახლებამდე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 20 ივლისს სომხურ “პიუნიკს” გაეჯიბრება”, 24 ივლისს დაგეგმილ მატჩში მეტოქე მალე გაირკვევა, 28 ივლისსა და 1 აგვისტოს კი დაგეგმილია სპარინგები აზერბაიჯანელებთან. ჯერ “საბაჰთან”, ხოლო მერე “საბაილთან”.





