თურქეთის სუპერლიგის მე-8 ტურში Bein Sports Turkey-ის ვერსიით “ჰატაისპორის” 26 წლის ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გასულ უქმეებზე „ჰატაისპორი“ „მალათაისპორს“ ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში ლობჟანიძე ძალიან აქტიური იყო და საგოლე გადაცემაც მიითავალა.
საბა სიმბოლურ გუნდში წლევანდელ სეზონში მეორედ მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.







