საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე beinsportstr-ის ვერსიით თურქეთის ჩემპიონატის საწყისი 12 ტურის სიმბლურ გუნდში შეიყვანეს.

საბა “ჰატაისპორიდან” ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც აღნიშნულ გუნდში მოხვდა.
26 წლის ფეხბურთელმა თურქეთის სუპერ ლიგაში 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საბა ლობჟანიძე ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება.




