საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მე-7 შეხვედრას პრიშტინაში, კოსოვოს ნაკრებთან გამართავს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად საბა ლობჟანიძემაც ისაუბრა
“კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს”, – განაცხადა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 6 მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული.




