საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ კარიერა შესაძლოა ნიჟნი ნოვგოროდში გააგრძელოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sport24 ავრცელებს.
29 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც წინა სეზონი იჯარით ვოლგოგრადის “როტორში” გაატარა, მოსკოვის ლოკომოტივთან ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
რაც შეეხება ნიჟნი ნოვგოროდს, კლუბი რუსეთის პრემიერლიგაში პირველად ითამაშებს.





