იუტა ჯაზის ცენტრმა რუდი გობერმა ვაშინგტონ ვიზარდსთან დამარცხების შემდეგ, (122: 131) გუნდის დამოკიდებულება გააკრიტიკა.
Don: 42p | 6a | 4 3pm | 2s
Joe: 34p | 8 3pm | 5r | 2a | 2s
Rudy: 13r | 10p | 2s | 2b
Royce: 11p | 7r | 3a | 3 3pm
JC: 7p | 6a | 4r
Bojan: 6p | 5r | 3s
Miye: 5p | 1r
Georges: 4r | 3p | 1a
Derrick: 4p | 3r | 1a | 1s | 1b#podiumpostgame | @podiumhq pic.twitter.com/lbLn1oHKH3— utahjazz (@utahjazz) March 19, 2021
წარმატებული სტარტის შემდეგ, იუტა ჩემპიონატის ლიდერობას 29:11-ზე შედეგით აგრძელებს. თუმცა ბოლო ათ შეხვედრაში კლუბის ბალანსი 5-5-ზეა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია. ჩვენ ვღელავთ, როდესაც მედიაში დაგვცინიან და უპატივცემულობას გამოხატავენ, მაგრამ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ საკუთარ თავს, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არ ვართ ჩემპიონები, არ ვართ გუნდი, რომელსაც დასვენების საშუალება აქვს, ”- თქვა ფრანგმა.
ვიზარდსთან რუდის მონაგარი 10 ქულა, 13 მოხსნა და 2 დაფარება იყო, მან პარკეტზე 33 წუთი გაატარა. რაც შეეხება გუნდის მეორე ლიდერ დონოვან მიჩელს, მან „ჯაზმენებს“ 42 ქულით ულიდერა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
📹| Donovan's with a season-high 42 points 🕷 pic.twitter.com/cxcTimigMB
— utahjazz (@utahjazz) March 19, 2021








