პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. კრიშტიანო რონალდუსგან გულშემატკივრები სხვადასხვა სახის მიღწევებს ისედაც ჩვეულნი არიან.
აგერ ბატონო, ინებეთ – რონალდუმ მორიგი ეპოქალური შედეგი დააფიქსირა. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „იუვენტუსის“ მიერ „სპეციას“ ძლევა (3:0) და პორტუგალიელის მესამე გოლი მისთვის და მთლიანად თანამედროვე ეპოქის ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა.
მიმდინარე სეზონში ეს კრიშტიანოსთვის მეოცე გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი რეკორდიც შედგა. ზედიზედ 12 წელია, რონალდუ ტოპ ხუთ ჩემპიონატში მინიმუმ 20 გოლს იტანს. მან ამის გაკეთება ერთადერთხელ ვერ შეძლო, 2008-2009 წლების პრემიერლიგის სეზონში, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.
მოკლედ, 36 წლის კრიშტიანო რონალდუ თავის უნიკალურობაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.





