ესპანეთის თასზე გულშემატკივარმა დიდებული მატჩი იხილა. უხვგოლიან თრილერში, „ბარსელონამ“ გასვლაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობ „გრანადასთან“ სასწაული მოახდინა. „ბლაუგრანა“ ორბირთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა მატჩის მიწურულს გათანაბრება შეძლო, დამატებით დროში კი 5:3 მოიგო და სამეფო თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
რა თქმა უნდა, კმაყოფილია კატალონიელთა დამრიგებელი რონალდ კუმანი.
„ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. დაუჯერებელი მატჩი შემოვატრიალეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო მეტოქეს. გრანადა ძლიერი გუნდია. ისეთი მატჩი გამოდგა, ორივე გუნდი რომ იმსახურებდა გამარჯვებას.
სასწაული მატჩი გამოდგა. ამიტომაც არის ფეხბურთი ყველასგან გამორჩეული სპორტის სახეობა. დამატებითი დრო უბრალოდ შეუდარებელი იყო. სიტყვები არ მყოფნის. ჩვენ 0:2 ვაგებდით, მაგრამ ყურები არ ჩამოგვიყრია. თითქოს განწირულები ვიყავით, მაგრამ სიტუაცია საჩვენოთ შემოვატრიალეთ. ეს მებრძოლი ხასიათი მომდევნო მატჩებშიც უნდა გაგვყეს. წინ არაერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის.
ჩვენი მიზანი ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა. მიმდინარე სეზონში სირთულეებს ვაწყდებით, მაგრამ ვფიქრობ მაინც სწორ გზაზე ვდგავართ“ – აღნიშნა რონალდ კუმანმა.





