“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე თამაშიც უშანსოდ წააგო, ამჯერად ბენფიკასთან. მატჩის შემდეგ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.
“საბოლოო შედეგი რთულად მისაღებია. ეს შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. გვქონდა გატანის კარგი შესაძლებლობები. ბენფიკა ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ ეფექტურობის გარდა, არაფერში ჩამოვრჩით. ჩემს მომავალზე არაფრის თქმა შემიძლია, რადგან არ ვიცი, რას ფიქრობს კლუბი ამასთან დაკავშირებით. ეს ჩემს ხელში არაა. ვნახოთ მე მხოლოდ გუნდში ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოზე შემიძლია ვისაუბრო. ვგრძნობ ჩემი ფეხბურთელების მხარდაჭერასა და დამოკიდებულებას. დანარჩენი არ ვიცი”, – თქვა კუმანმა.
ესპანურ მედიაში წერენ, რომ კატალონიური კლუბი 58 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობიდან უახლოეს საათებში გაათავისუფლებს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, 30 სექტემბერს კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრაა დანიშნული, სადაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.
“ბარსელონაში” რონალდ კუმანის შესაძლო შემცვლელებად ჩავი ერნანდესს, ასევე ბელგიის ნაკრების თავკაცს რობერტო მარტინესს ასახელებენ.








