მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.
ახლახან, ცნობილი გახდა, რომ “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს შესაძლოა დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალოს.
საქმე ეხება, The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია აბრამოვიჩისა და პუტინის საეჭვო კავშირებზე.
კავშირებზე გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, აბრამოვიჩს ბრიტანეთში შესვლა აეკრძალება.





