ფრენკ ლამპარდის „ჩელსის“ თავკაცობიდან უცერემონიოდ გათავისუფლება მსოფლიო მედიის განხილვის აქტიური საგანია. ამ ფაქტზე, არაერთმა სახელოვანმა მწვრთნელმა გააკეთა კომენტარი და ლამპარდს გამოექომაგა, თუმცა ამით ის არისტოკრატებში იგივე თანამდებობას ვეღარ დაიბრუნებს.
იურგენ კლოპი რომან აბრამოვიჩს აჩქარებას უწუნებს და ამბობს, რომ ლამპარდისთვის მეტი დრო უნდა მიეცათ.
„ტუხელს ვულოცავ ამ საპასუხიმგებლო პოსტზე დანიშნვას. მე მას საჯარო რჩევებს არ მივცემ, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ლამპარდს, მან სამსახური დაკარგა. როგორც კოლეგას კარგად მესმის ეს რა მძიმე, თან როდესაც შენი საყვარელი გუნდიდან გიშვებენ. ვფიქრობ, მისთვის მეტი დრო უნდა მიეცათ. ფრენკი ამას იმსახურებდა.
ისე კი, რომან აბრამოვიჩს აჩქარებები ჩვევია. ის შანსს კი გაძლევს, მაგრამ მომთმენ ადამიანთა კატეგორიას არ განეკუთვნება“ – ამბობს იურგენ კლოპი.







