პორტუგალიასთან მატჩის წინ „ბორჯღალოსნებმა“ ლისაბონში კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც მერაბ შარიქაძემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
28 წლის მორაგბის თქმით, გუნდი თამაშს 100%-ით მომზადებული ხვდება და იმედოვნებს, რომ ბოლო თამაშში დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ.
„ჩვენს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ პორტუგალია ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე აქამდე იყო. ცდილობენ სწრაფად თამაშს. უნდათ, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეთ და თამაშიც ამაზე აქვთ აგებული. ცდილობენ, მეტოქეს შეცდომები დააშვებინონ და შემდეგ კარგად გამოიყენონ. წინა წელს ეს კარგად გამოუვიდათ. იმედი გვაქვს და მზადაც ვართ, რომ ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ და მეტოქეს მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
სრული კომენტარის სანახავად იხილეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი, პორტუგალიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება







