21 წლის ქართველი ფეხბურთელის, რეზი ინჯგიას მიერ ლიმასოლის “აელის” კარში გატანილი ბურთი, “აპოლონის” თებერვლის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.
გამარჯვებული ინტერნეტ გამოკითხვით გამოვლინდა, სადაც რეზიმ 56% მიიღო, რაშიც დიდი წვლილი ქართველ გულშემატკივარს მიუძღვის.
შეგახსენებთ, რომ რეზი ინჯგია “აპოლონს” სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ქართველმა თავდამსხმელმა კვიპროსული გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
🔝⚽ Το τέρμα του #RevazInjgia το οποίο έφερε την ολική ανατροπή στον ντέρμπι κόντρα στην ΑΕΛ, επιλέχθηκε από τους φίλους της ομάδας μας ως το DIMCO #GoalOfTheMonth για τον μήνα Φεβρουάριο με ποσοστό 56%!#ApollonFC #WeAreOne #GOTM pic.twitter.com/6d2DAhHdNi
— Apollon FC (@APOLLONOFFICIAL) March 12, 2022








