სერბეთთან და ფინეთთან 19-21 თებერვალს გასამართ ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდა გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი ტრავმის გამო დააკლდება.
მოგეხსენებათ, რატი მიმდინარე სეზონის დასაწყისში NCAA-ს BIG EAST-ის კრეიტონ ბლუ ჯეისში ჩაირიცხა, მასზე დიდი იმედები მყარდება, თუმცა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მთელი სეზონის გამოტოვება უწევს.
ანდრონიკაშვილი მოედანზე 5 თვეა არ გასულა, ახლა კი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. იმედია ის პარკეტს მალე დაუბრუნდება და ფორმასაც მალე აღიდგენს.
ახალგაზრდა ქართველმა საკმაოდ ვრცლად კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან, ნაკრებზე და კრეიტონზე ისაუბრა.








