რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დიდი ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ქვორუმი შედგა, დელეგატებმა არჩევნების გადადებაზე უარი განაცხადეს და მალე სავარაუდოდ ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ყრილობის შენობასთან ელოდებიან იმ პირებს, რომლებმაც სავარაუდოდ სოსო ტყემალაძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩვენებში ხმა მისცეს.
ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს და ხმები სუსის მხარდაჭერით მოიპარეს.








