რაგბი ევროპა რუსეთში ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს. განცხადებას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“რაგბი ევროპა შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ჩვენ გვაღელვებს უკრაინული სარაგბო ოჯახის უსაფრთხოება. ჩვენი ორგანიზაცია თავისუფლების, მშვიდობისა და მეგობრობის ღირებულებებზეა დაფუძნებული და ყოველგვარ ძალადობას გმობს.
გადავწყვიტეთ რუსეთში არანაირი საქმიანობა აღარ განვახორციელოთ”, – ვკითხულობთ “რაგბი ევროპის” განცხადებაში.





