UFC-ში, მსუბუქ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მე-8 ორთაბრძოლა გამართა. „ქართველი ნინძა“ წონის რეიტინგის მე-5 ნომერს, კელვინ კატარს დაუპირისპირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი გიგას კარიერის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო.
ორთაბრძოლა UFC Fight Night-ის მთვარი ივენთის ეგიდით ჩატარდა და ჩვენდა სამწუხაროდ, კელვინ კატარის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელმა მებრძოლმა გიგას მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.
მარცხის მიუხედავად, გიგა ჭიკაძემ ბრძოლიდან სოლიდური რაოდენობის თანხა გამოიმუშავა. 33 წლის მებრძოლს UFC-სგან 110 ათასი დოლარი, სპონსორისგან კი 5 ათასი დოლარი ერგო, რაც ჯამში 115 ათას დოლარს შეადგენს.
პირველი მარცხი – გიგა ჭიკაძე კატართან 5-რაუნდიან თრილერში დამარცხდა | VIDEO