წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ყაზანის „რუბინი“ შეკრებას თურქეთში გადის. რუსულმა კლუბმა პირველი მატჩი ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 5:2 გაიმარჯვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც. „კვარამ“ 39-ე წუთზე თავიც გამოიჩინა და მეტოქეს ერთი გოლი გაუტანა.
19 წლის ფეხბურთელი მთავარმა მწვრთნელმა მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი მცირე დაზიანება გახდა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ნახევრის სტარტზე მიიღო.
მის მდგომარეობასთან დაკავშირებით „რუბინის“ თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ მცირე კომენტარი გააკეთა.
„ტესტ-მატჩებში თითოეული ფეხბურთელის შეცვლა წინასწარ იგეგმება. კვარაცხელიას შემთხვევაშიც ასე იყო. მისი გამოცვლა 10 წუთით გვიან მსურდა, თუმცა მოედნიდან გამოსვლა მან თავად ისურვა. ერთ-ერთ ეპიზოდში მის წინააღმდეგ იუხეშეს და ეს გახდა მიზეზი. საბედნიეროდ, ტრავმა მძიმე არაა და ხვიჩას ყველაფერი რიგზე აქვს“, – განაცხადა სლუცკიმ.





