ეორვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში გორის “დილამ” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
იმერლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რასაც 22-ე წუთზე ბაქარ მირცხულავას გოლი მოყვა.
მეორე ტაიმის დებიუტში ქუთაისელებმა ირაკლი ძარიას გოლით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა სხვაობა 92-ე წუთზე შეამცირა. ირაკლი ბუღრიძის წაქცევის გამო მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც თავად ბუღრიძემ შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. გორელებს ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ და შეხვედრა საბოლოოდ „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა.
23 ტურის შემდეგ კახა ჩხეტიანის გუნდი მე-8 ადგილს იკავებს და მე-7 ადგილოსან “თელავთან” 3 ქულა აშორებს, „დილა“ კი მე-3 პოზიციას ინარჩუნებს.
შემდეგ ტურში ანდრეი დემჩენკოს გუნდი თბილისის „დინამოს“ ესტუმრება, ქუთაისის „ტორპედო“ კი შინ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს.





