20 წლის ქართველი ჩოგბურთელი, საბა ფურცელაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინას ფინანსურ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
“მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (IFT 15) ჩემს მიერ შესრულებული თითოეული ეისი უკრაინის დასახმარებელ ფონდში დაირიცხება. ყველა ჩოგბურთელს მოვუწოდებ, რომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადონ”, – წერს ახალგაზრდა ჩოგბურთელი.
ცნობისთვის, საბა ფურცელაძე 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია. მას მეოთხე და მეხუთე კატეგორიის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიც აქვს მოგებული. საბა საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრიცაა.