რუსეთის პრემიერ ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” კრილია “სოვეტოვთან” 0:2 დამარცხდა.
ამ თამაშისას ტრიბუნებზე ტრაგედია მოხდა, გულის შეტევით ერთ-ერთი გულშემატკივარი გარდაიცვალა. 50 წლის ქომაგმა თავი შეუძლოდ შეხვედრის ბოლოსკენ იგრძნო. ექიმები მას ორმოცი წუთის მანძილზე უწევდნენ დახმარებას, მაგრამ გადარჩენა ვერ მოახერხეს.
რუსეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის განცხადებიდან ვგებულობთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, “ჩემპიონატმა” მისი თამაში 6.5 ქულით შეაფასა, WhoScored-მა კი 6.8-ით. ქართველმა ფეხბურთელმა კარისკენ ორჯერ დაარტყა, 4 დრიბლინგი განახორციელა და 38 პასი გააკეთა.
ცნობისთვის, ყაზანის “რუბინი” რუსეთის პრემიერ ლიგაში 22 ქულით მე-10 ადგილზეა.





