5-7 მაისს ყაზანში ძიუდოისტებს შორის საერთაშორისო გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას ქართველი ფალავნებიც მიიღებენ, თუმცა შეჯიბრს ოლიმპიური ლიცენზიების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაკლებად იქნება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა გრანდ სლემზე მონაწილეობის მისაღებად ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ვაჟები
60 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი.
66 კგ. გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი.
81 კგ. ვლადიმერ ახალკაცი.
90 კგ. ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე.
100 კგ. ონისე სანებლიძე.
+100 კგ. საბა ინანეიშვილი.
ქალები
52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.
რაც შეეხება ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებს, ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი 6-13 ივნისს გაიმართება. ძიუდოისტები ძალებს მსოფლიო თასზე მოსინჯავენ და სწორედ არ ტურნირზე გათამაშდება საბოლოოდ ოლიმპიადის ლიცენზიები. მსოფლიო თასი ბუდაპეშტში ჩატარდება.






