სრულდება უამრავი გამოწვევებით აღსავსე 2020 წელი. სამწუხაროდ, ვირთხის წელიწადი მსოფლიოს მოსახლეობისთვის უარყოფითი შეგრძნებებით დასამახსოვრებელი გამოდგა. პანდემიამ ბევრი რამ თავდაყირა დააყენა და ყველა დარგს გეგმები აურია, თუმცა მიუხედავად ამისა, უცვლელი რჩება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თარიღი – 1 იანვარი.
ახალი წლის პირველივე დღიდან, ფეხბურთელებს, რომლებსაც საკუთარ გუნდებთან ხელშეკრულების ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლები დარჩათ, უკვე თამამად შეეძლებათ ახალ ან მათ მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები დაიწყონ. ალბათ, ამ ზამთარს არაერთი მსუყე და საინტერესო ტრანსფერი გველის.
მანამდე კი ქვემოთ გაეცნობით იმ ფეხბურთელთა ძირითად ჩამონათვალს, რომლებიც 1 იანვრიდან თავისუფალი აგენტები ხდებიან და მათი ჩაგდება ხელში ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეეძლებათ. მათ შორის არიან ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც ლიონელ მესი და სერხიო აგუერო არიან.
მაშ ასე, გრანდთა ბოსებო, გადახედეთ სიას და დაიკაპიწეთ ხელები:
საფრანგეთი – ლიგა 1
მენფის დეპაი – ლიონი (45 მილიონი ევრო)
ფლორიან ტოვენი – მარსელი (32 მილიონი ევრო)
ანხელ დიმარია – პსჟ (32 მილიონი ევრო)
ხუან ბერნატი – პსჟ (16 მილიონი ევრო)
იტალია – სერია ა
ჰაკან ჩახლანოღლუ – მილანი (35 მილიონი ევრო)
ჯანლუიჯი დონარუმა – მილანი (60 მილიონი ევრო)
არკადიუშ მილიკი – ნაპოლი (22 მილიონი ევრო)
ჰენრიხ მხითარიანი – რომა (20 მილიონი ევრო)
ნიკოლა მაქსიმოვიჩი – ნაპოლი (15 მილიონი ევრო)
გერმანია – ბუნდესლიგა
დავიდ ალაბა – ბაიერნი (65 მილიონი ევრო)
ჯერომ ბოატენგი – ბაიერნი (12 მილიონი ევრო)
ხავი მარტინესი – ბაიერნი (12 მილიონი ევრო)
ესპანეთი – ლა-ლიგა
ლიონელ მესი – ბარსელონა (100 მილიონი ევრო)
რიკი პუჩი – ბარსელონა (20 მილიონი ევრო)
სერხიო რამოსი – რეალი (14 მილიონი ევრო)
ტომაშ ვაცლიკი – სევილია (10 მილიონი ევრო)
ინგლისი – პრემიერლიგა
ჟორჟინიო ვაინალდუ – ლივერპული (40 მილიონი ევრო)
სერხიო აგუერო – მანჩესტერ სიტი (35 მილიონი ევრო)
შკოდრან მუსტაფი – არსენალი (12 მილიონი ევრო)
მესუთ იოზილი – არსენალი (5 მილიონი ევრო)
ხუან მატა – მანჩესტერ იუნაიტედი (7,5 მილიონი ევრო)
დავიდ ლუისი – არსენალი (6 მილიონი ევრო)
ჯესი ლინგარდი – მანჩესტერ იუნაიტედი (10 მილიონი ევრო)








