30 წლის ქართველმა სპორტსმენმა გიორგი პაპუნაშვილმა დუშანბეშში, ტაჯიკურ ნაციონალურ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი სოლიდური პირზებითაც დაჯილდოვდა.
ქართველ ძიუდოს გულშემატკივრებისთვის, გიორგი პაპუნაშვილი ნაცნობი სპორტსმენია: გორელი ფალავანი მრავალგზის ქართული ჭიდაობის ჩემპიონია, საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მრავალგზის გრან-პრი, გრანდ სელმების მედალოსანი და სხვა უამრავი ტიტულის მფლობელი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი რეიტინგის 106-ე ნომერია, თუმცა IJF-ს მსოფლიო ტურებზე უკვე დიდი ხანია არ უასპარეზია.





