ბულგარეთში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით სახეობაში 3 ქართველი სპორტსმენი ფინალში იასპარეზებს.
ოქროს მედლისთვის გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), ევსემ შველიძე (79 კგ) იბრძოლებენ. რივერი მწითური (97 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ფინალური ბლოკი ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინაჯოს მედლით გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.








