18 წლის ქართველი მეკარე დავით ასათიანი ესპანური “ხეტაფეს” სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს. ფეხბურთელი ესპანურ კლუბში ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ესპანურ გუნდს ქართველი მეკარის შეძენა გასულ სეზონშიც სურდა, თუმცა ტრანსფერი კორონავირუსის გამო ჩაიშალა.
ახალგაზრდა მეკარე წლების განმავლობაში ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა. დათო ასათიანმა იმერულ კლუბში 6 მატჩი ჩაფაარა, მათ შორის გამოსარჩევია მატჩი, სადაც ახალგაზრდა მეკარემ “საბურთალოს” წინააღმდეგ პენალტი მოიგერია.
დათო ასევე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ღირსებას იცავდა, სადაც 2 შეხვედრა ჩაატარა.
ასათიანი “ხეტაფეში” ჩარიცხვის შემთხვევაში, სავარაუროდ სარეზერვო გუნდში ითამაშებს.





