FIFA-ს ვერსიით, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა თავდამსხმელმა, ჯილდოზე ნომინირებულ ფეხბურთელებს – ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს საგრძნობი უპირატესობით აჯობა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება პირველად მოიპოვა.
ხმის მიცემაში მონაწილეობას იღებდა ქართული მხარეც. საკუთარი პოზიცია საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, ვეტერანმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა და ჟურნალისტმა, ზურაბ ფოცხვერიამ დააფიქსირეს:
ზურაბ ხიზანიშვილი – 1. რობერტ ლევანდოვსკი; 2. კრიშტიანო რონალდო; 3. სერხიო რამოსი.
ჯაბა კანკავა – 1. რობერტ ლევანდოვსკი; 2. ლიონელ მესი; 3. კრიშტიანო რონალდო.
ზურაბ ფოცხვერია – 1. კრიშტიანუ რონალდუ; 2. კევინ დე ბრუინი; 3. რობერტ ლევანდოვსკი.
რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, სამივე მათგანმა მხარი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, ჰაენს ფლიკს დაუჭირა.








