ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ორი საშეჯიბრო დღისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებისთვის მესამე გაცილებით წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემპიონ-პრიზიორები არ გამოვლენილან, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კიმონოისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს.
პორტუგალიის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე, დღეს შეჯიბრება 3 წონით კატეგორიაში გაიმართა. ლაშა გუჯეჯიანის შეგირდთაგან მედლებისთვის ბრძოლაში ლაშა ბექაური (90კგ). ბექა ღვინიაშვილუი (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ლევან მატიაშვილი (+100კგ) ჩაერთვნენ, რომელთაგან სამი ფინალში გავიდა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გულშემატკივარი სულაც ქართულ ფინალს იხილავს. კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური იბრძოლებენ.
ფინალშია, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც. გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი საჩემპიონო ბრძოლაში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაეჭიდება.
ფინალში გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა გურამ თუშიშვილს. მძიმეწონოსანი ქართველი კიმონოისტი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ურთერთობას ნიდერლანდელ როი მეიერთან გაარკვევს.