საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. 2015 წელს, ნაკრებში თანაგუნდელ მატიას ვალბუენასთან მომხდარი ინციდენტი, რომელიც თითქოს მივიწყებული იყო, კვლავ აქტუალური გახდა.
შეგახსენებთ, ქარიმ ბენზემა ვალბუენას აშანტაჟებდა და დიდძალი ფულის გადახდას თხოვდა, რათა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში არ გაევრცელებინა.
როგორც პოპულარული გამოცემა BBC Sport ირწმუნება, საფრანგეთის პროკურატურამ საქმე ხელახლა აღძრა და ბენზემაც სასამართლოში დაიბარეს. თავად „რეალის“ ვეტერანი ფორვარდი კი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ბევრი რამ შეთითხნეს და არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ, რაღა ეს საქამე ხელახლა განეახლებინათ.
ბენზემა და ვალბუენა ერთად საფრანგეთი ნაკრებში თამაშობდნენ, თუმცა ამ სკანდალის შემდეგ ეროვნული გუნდიდან ორივე მოკვეთეს და მას შემდეგ მამლების მაისური აღარ მოურგიათ.
33 წლის ქარიმ ბენზემა მიმდინარე სეზონში იდეალურ ფორმაშია და ყველა ტურნირზე ერთად უკვე 12 გატანილი გოლი მოუგროვდა.





