საფრანგეთის ნაკრების 33 წლის ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ფრანგი თავდამსხმელი სამეფო კლუბში 2009 წელს ჩაირიცხა და კლუბთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 3 ევროპის სუპერ თასი მოიგო. გამოცდილი შემტევი 281 გატანილი გოლით რეალის ყველა დროის მე-5 საუკეთესო ბომბარდირია.
✍️ #Benzema2023 pic.twitter.com/vsLNamfatA
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 20, 2021




