ლამაზმანები კორტს ტოვებენ, თუმცა მათ სხვები ანაცვლებენ. ალბათ საკამათო არავისთვისაა, რომ კაროლინ ვიზნიაცკი, მარია შარაპოვასთან ერთად ის ჩოგბურთელი იყო, რომლის კორტზე ხილვაც მაყურებელს წმინდა სპორტული თვალსაზრისის გარდა ესტეთიურ სიამოვნებასაც გვრიდა.
დანიელმა და რუსმა ჩოგბურთელმა პროფესიონალური სპორტიდან წასვლა შარშან იანვარში გადაწყვიტეს. ვოზნიაცკის ოჯახი მანამდეც შექმნილი ჰქონდა, შარაპოვამ კი ამის შესახებ დეკემბერში განაცხადა და მოგვიანებით ნიშნობის ბეჭდითაც იწონებდა თავს, რომლის ღირებულებაც 400 ათასი დოლარია.

წინ ავსტრალიის ღია პირველობაა, ის ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი, რომლის მოგებაც კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერის მანძილზე შეძლო. დანიელი დიდი ხნის მანძილზე იყო რეიტინგის პირველი ნომერი, თუმცა ისე, რომ მეიჯორი მოგებული არ ჰქონდა.
მაშინ, როდესაც მელბურნში ჩოგბურთელები სასტუმროს ნომრებში არიან გამოკეტილნი და მკაცრ კარანტინს გადიან, კაროლინ ვოზნიაცკი თავისუფლებით ტკბება და ოკეანის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ირუჯება. მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა და არც მინაწერის გაკეთება დავიწყებია – „ქალი შავებში“.

ვერაფერს ვიტყვით – შავი იქნება, თეთრი თუ წითელი, კაროლინ ვოზნიაცკი მართლაც რომ გამორჩეული სილამაზის პატრონია და ნებისმიერი ფერის საცურაო კოსტიუმი, კაბა ან ტანისამოსი დაამშვენებდა.





