ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მორიგი ტესტირების შემდეგ, რომელიც 21-27 დეკემბერს კლუბების 1479 მოთამაშეს და თანამშრომელს ჩაუტარდა, კორონავირუსით დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეს ციფრი 2020/21 წლების სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველა მათგანი 10 დღიან კარანატინში გადაიყვანეს და კიდევ დააკვირდებიან.
დაინფიცირების 18 შემთხვევა ინგლისის პრემიერ ლიგის ამ სეზონში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მანამდე რეკორდი 16 დადებითი ტესტი იყო, რომელიც 9-15 ნოემბერს დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიში კორონავირუსით დაინფიცირების ბევრი შემთხვევის გამო, პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრა ევერტონთან, რომელიც 28 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.
კორონავირუსი დაუდასტურდა არსენალის ბრაზილიელ მცველ გაბრიელ მაგალჰაესს, რომელც უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო რაც შეეხებათ ვილიანს და დავიდ ლუისს, მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
Arsenal’s Gabriel Magalhães to miss two games after positive coronavirus test https://t.co/uTN1TGlAIe
— TODAY (@todayng) December 29, 2020





