ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულსმა პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა.
„მართალია, ბრუნო იტანს გოლებს, თუმცა დიდ მატჩებში, პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბების წინააღმდეგ ის სამწუხაროდ ვერაფერს აკეთებს.
ფეხბურთელების სიძლიერე გამოიხატება სწორედ მსგავსი სახის შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგით და ასეთი მოთამაშეები თავისი გუნდისთვის ტიტულებს იგებენ.
სწორედ თასების მოგებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც საბოლოო შედეგი. პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველს ამ მხრივ სიტის რამდენიმე ფეხბურთელი მირჩევნია,“ – განაცხადა სქოულსმა.





