მაურიციო პოჩეტინო, რომელიც ახლა პსჟ-ს მთავარი მწვრთნელია, შეიძლება ტოტენჰემ ჰოთსპურში დაბრუნდეს.
TF1-ის ჟურნალისტის, ჟულიენ მეინარდის თქმით, ფრანგული კლუბი, მიუხედავად მისი ტოტენჰემში დაბრუნების სურვილისა, არგენტინელი სპეციალისტის გაშვებას არ აპირებს.
ამბობენ, რომ პოჩეტინო იმედგაცრუებულია პსჟ-ში სამუშაო პროცესით. მწვრთნელმა ტოტენჰემის პრეზიდენტ დენიელ ლევისთან შესაძლო დაბრუნების შესახებ უკვე ისაუბრა.
პოჩეტინომ, რომელიც პარიზელებს სათავეში იანვარში ჩაუდგა, გუნდთან ერთად საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო, მაგრამ ლიგა 1-ში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. პარიზელები ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ.





