საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლიონი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, 92-ე წუთზე 2:1 დაამარცხა.
მატჩის 75-ე წუთზე პარიზელთა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ ლეო მესი მოედნიდან გაიყვანა და მის მაგივრად აშრაფ ჰაკიმი შემოიყვანა. არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია.
პოჩეტინომ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:
„მესის შეცვლის გადაწყვეტილება სამომავლოდ ტრავმის თავიდან აცილების მიზნით მივიღე. მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და ის უნდა დავიცვათ.
ეს ყველაფერი საბოლოოდ გუნდისთვის აისახება დადებითად. ყველამ იცის, რომ ჩვენ ბევრი ჩინებული ფეხბურთელი გვყავს, ზოგჯერ მათ მოფრთხილებაც უნდათ. ზოგჯერ ამ ყველაფერს პოზიტიურად შეაფასებენ, ზოგჯერ კი უარყოფითად“, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.
შეგახსნებთ, რომ ლეო მესის პარიზულ გუნდში 3 ჩატარებული მატჩი აქვს, თუმცა თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.
#LoMásVisto 📹 Messi, cambiado en el 75'… con cara de no entender nada https://t.co/uqvXPKLB4P
— MARCA (@marca) September 20, 2021





