თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვასთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩისგან განსხვავებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამჯერად მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა.
დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ჩვენმა გუნდმა გახსნა. გოლი ვახტანგ კეკელიას ანგარიშზეა. მე-10 წუთზე ლიეტუველებმა წონასწორობა ედგარ ბარანაუსკასის გოლით აღადგინეს. მალევე ვახტანგ კეკელიამ მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი ისევ წინ გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სტუმრებმა ჩვენს კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და პირველი ნახევარი 2:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრემა ლიეტუვა პირველ ამგანაგურ შეხვედრაში, რომელიც გუშინ გაიმართა 2:0 დაამარცხა.





